აკაკი ბობოხიძე - „ევროპული საქართველო“ უმცირესობის სტატუსის აღდგენას არ აპირებს

„ევროპული საქართველო“ უმცირესობის სტატუსის აღდგენისთვის სხვა პარტიებთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებთან „საერთო პოლიტიკურ სტრუქტურაში გაერთიანების შანსს“ ვერ ხედავენ.

„უმცირესობის სტატუსის აღდგენას არ ვაპირებთ, რადგან ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენ მათთან ვერ ვხედავთ უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებთან საერთო პოლიტიკურ სტრუქტურაში გაერთიანების შანსს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე არ დაბრუნდა ისევ უმრავლესობაში, უმცირესობის აღდგენის შანსი არ არის ან შეიქმნება სხვა უმცირესობა, ოღონდ არა ჩვენი მონაწილეობით“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმცირესობა რამდენიმე კვირის წინ დაიშალა. “ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი უმრავლესობის შემადგენლობიდან დუპუტატების გასვლის შედეგად დაკარგა.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმცირესობა იმ შემთხვევაში ფორმირდება, თუკი უმცირესობაში უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტი ერთიანდება.

მე-9 მოწვევის პარლამენტში უმცირესობა 20-დეპუტატისგან შემდგარი “ევროპული საქართველოს“ წევრებით იყო წარმოდგენილი.

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლამდე, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ სულ 14 დეპუტატი იყო, უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის გასვლამ კი, “ევროპული საქართველოს“ უმცირესობის დაშლა გამოიწვია.

შესაბამისად, უმცირესობის ლიდერის თანამდებობა დაკარგა დავით ბაქრაძემ. “ევროპულმა საქართველომ“ კი სასესიო და საკომიტეტო განხილვებისას, სიტყვით გამოსვლის ის დამატებითი შესაძლებლობა დაკარგა, რაც მათ უმცირესობის დროით ჰქონდათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა