აკაკი ბობოხიძე - ირაკლი სესიაშვილის ინიციატივამ ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით, შესაძლოა, რელიგიურ ექსტრემიზმს დაუდოს საფუძველი

ირაკლი სესიაშვილის ინიციატივამ ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით, შესაძლოა, რელიგიურ ექსტრემიზმს დაუდოს საფუძველი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

ბობოხიძე გამოეხმაურა სესიაშვილის ინიციატივას, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდას ყველა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელს ავალდებულებს, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების.

„მინდა ყურადღება გავამახვილო იმ სახიფათო ინიციატივაზე, რომელიც დარეგისტრირდა ირაკლი სესიაშვილის სახელით ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით. პირველად ქართულ კანონმდებლობაში რელიგიური ნიშნით განსხვავებებს ეყრება საფუძველი და არც ერთ შემთხვევაში არ გამოგვადგება ბატონო ირაკლი თქვენი მოსაზრება, რომ თურმე ეს ასე არ არის. ეს არის თაღლითობა. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ შესაძლებლობაც არ უნდა დავუშვათ, რომ რელიგიურ ექსტრემიზმს დავუდოთ საფუძველი ქვეყანაში, რადგან თქვენ, ამ რელიგიებს აიძულებთ იყვნენ განსხვავებულ მდგომარეობაში ქვეყანასთან და კანონთან მიმართებაში. გარდა ამისა, მთელი ჩვენი ისტორია ვსწავლობდით როგორ იბრძოდნენ ქართველი მართლმადიდებელი მღვდლები სამოქალაქო პირებთან ერთად და თქვენ რას გვეუბნებით, რომ თურმე ყველა რელიგიისთვის სავალდებულოა ქვეყნის დაცვა, ერთადერთი ვისთვისაც ეს სავალდებულო არ არის არის მართლმადიდებლური ეკლესია? ეს პირდაპირ შეურაცხყოფაა მართლმადიდებლური ეკლესიის“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ინიციატივა წარადგინა.

პროექტით კანონის ის ნორმა უქმდება, რომლის მიხედვით, პირები რომლებიც არიან მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ.

როგორც ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს. მისივე თქმით, პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა