სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას - გირჩევთ, რომ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ უფრო მეტი მხარდამჭერი დამოკიდებულება გამოავლინოთ

გირჩევთ, რომ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ, ბევრად უფრო მეტი მხარდამჭერი დამოკიდებულება გამოავლინოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, სამოქალაქო აქტივისტები თავად აქტიურობენ და იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან მათ სახელმწიფოს მიმართ ნდობა აღარ აქვთ.

„გასული რამდენიმე კვირის მანძილზე, საკომიტეტო მოსმენებზე გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა როგორც ზურაბ აბაშიძისთვის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისთვის.

იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად ყოველ მეორე დღეს იტაცებენ ჩვენი ტერიტორიიდან ჩვენს მოქალაქეებს და სამწუხაროდ, ხშირად ეს ფატალურად მთავრდება, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი მათგანისგან რაიმე წინადადება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებში. ამ ფონზე ვფიქრობ, რომ გასაგებია ჩვენი სამოქალაქო აქტივისტების გადაწყვეტილება, თავად იაქტიურონ და დაიცვან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიმართ ნდობა აღარ აქვთ ჩვენს მოქალაქეებს.

შესაბამისად, გირჩევთ, რომ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ გამოავლინოთ ბევრად უფრო მხარდამჭერი დამოკიდებულება, იმიტომ, რომ სამწუხაროდ ისინი დღეს იძულებულები არიან იმოქმედონ ისე, როგორც მოქმედებენ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს