სილიკონ ველი თბილისში საქართველოს ტექნოლოგიური ფესტივალი გაიმართება

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია საქართველოში - ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე გაიმართება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალისთვის, მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ-სტარტაპერები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები ერთ სივრცეში, ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების გარშემო გაერთიანდებიან.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება: TechTalks - მსოფლიოში არსებული უახლესი ტექტრენდების მიმოხილვა, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ტექტრენდების ანალიზი.

ასევე, მისულ სტუმრებს ელით ამ სფეროში არსებული სტარტაპების Talk-ები:

- ხელოვნური ინტელექტი/ მანქანური სწავლება - დაჩი ჭოლაძე, Pulsar AI; - ნივთების ინტერნეტი, მომავალი ინდუსტრიული რევოლუცია - გივი ბერიძე, Edison; - ბლოკჩეინ ტექნოლოგია – ლაშა ანთაძე Shelf Network; - გაფართოებული და ვირტუალური რეალობა – ნიკოლოზ გოგოჭური, VREX; - შენობა ნაგებობების ავტომატიზირება და ჭკვიანი ტექნოლოგიები სამშენებლო სფეროში - სანდრო მჭედლიშვილი, დიტო აბულაძე, smarter.ge • პანელური დისკუსია - სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირება საქართველოში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლი. მოდერატორი - გიორგი შარაშიძე - Entrepreneur • მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოფენა software/hardware • ტექნოლოგიური კომპანიები Smart სტუდენტის ფარგლებში წარადგენს ვაკანსიებს.

ღონისძიება 26 მარტს დილის 10 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართება. თუ გაინტერესებთ მსოფლიოში არსებული უახლესი ტექტრენდები, გსურთ ყველაფერი უფრო ნათლად და ახლოს დაინახოთ, მაშინ ეს ფესტივალი არ უნდა გამოტოვოთ. TechTalks-ების მონაწილეები განიხილავენ სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებას საქართველოში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის როლს. ეს თქვენ მოგცემთ შესაძლებლობას, უფრო კონკრეტულ პრობლემებზეც კონცენტრირდეთ.

როგორც ღონისძების ორგანიზატორები განმარტავენ, თქვენ სრულიად ახალ სამყაროში შეაბიჯებით, ყველაფერს უფრო ახლოს დაინახავთ, დაესწრებით უახლესი software/hardware გადაწყვეტილებების ექსპოზიციას. ფესტივალზე წარმოდგენელი იქნებიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: HP, IBM, Lenovo, DELL, Microsoft, HP Enterprise, Syntax, Spectre, Orient Logic, LAB, MUK, BETA, Allmarket, GRENA, Bitfury, Techub, Edison, Shelf network, Vrex, Pulsar AI, smarter.ge, HTS.

მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაესაუბრონ აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც მათ კითხვებს ამომწურავად გასცემენ პასუხებს. შესაძლებლობა მოეცემათ გაიფართოვონ ცნობიერება და აიმაღლონ მოტივაცია, რომ ამ მხრივ უკეთესად მართონ საკუთარი ენერგია.

ასე რომ, თუ გადაწყვეტთ, დაიწყოთ ახალი აღმოჩენების კეთება, დაიწყოთ ტექნოლოგიების უკეთ შეცნობა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეძლებთ, რომ ისინი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ტექნოლოგიების ფესტივალს სილიკონ ველი თბილისის სივრცეში.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც