მამუკა ბახტაძე ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეული კონკრეტული შედეგები და საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საუბრისას, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ინიციატივები ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, ეკონომიკური მოდერნიზაციის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით, ასევე მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის კუთხით.

აღინიშნა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებამ ხელშესახები შედეგები მოიტანა და სულ უფრო იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ.

საუბარი შეეხო პოტენციურ საექსპორტო პროდუქტებს, რომელთა გატანა ევროკავშირის ხარისხის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

შეხვედრისას, იმსჯელეს ევროკომისიის მხარდაჭერით შემუშავებულ საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც კონკრეტული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების სამოქმედო გეგმას მოიცავს.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მადლობა იმ დახმარებისათვის, რომელსაც საქართველო იღებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების განხორციელების პროცესში, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის. მამუკა ბახტაძემ ამ კუთხით გამოყო საფინანსო შეთანხმებები „უნარების განვითარების მხარდაჭერა“ და „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის გათვალისწინებულია სოლიდური დახმარება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა