გია ვოლსკი ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებას უზნეობას უწოდებს

საზოგადოებისთვის ასეთი პოზიციის მიწოდება, როდესაც კრიტიკულ პოზიციაზე ხარ უფრო ადვილია, მაგრამ ვფიქრობ, ეს უზნეობაა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილს პარლამენტის თავმჯდმარე და მისი ჯგუფი მართავს.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პოლიტიკური დაპირისპირების დროს ბუნებრივია, სხვადასხვა სახის განცხადება, მაგრამ აღნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული ზღვარი.

"როდესაც პოლიტიკურად უპირისპირდება ერთი ჯგუფი მეორეს, რასაკვირველია, იქ იქნება სხვადასხვა განცხადება. უბრალოდ საზოგადოებისთვის ასეთი პოზიციის მიწოდება, როდესაც კრიტიკულ პოზიციაზე ხარ, უფრო ადვილია, მაგრამ ვფიქრობ, ეს უზნეობაა," - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს