ფოთის მერიის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის ინტერესის საგანს მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაცია წარმოადგენს

ფოთის მერიის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის ინტერესის საგანს მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაცია წარმოადგენს

ფოთის მერიაში შემოსულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და დაინტერესებულია მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაციით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიაში განუცხადეს.

„საქმე ეხება 2015-2017 წლებს. აქვე ვაცხადებთ, რომ პროექტის შეუსრულებლობის გამო ფოთის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში შეწყვიტა და ამჟამად საქმე სასამართლოშია“, - განაცხადეს მერიაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ფოთის მერიაში დღეს შევიდა.