ირაკლი ხმალაძე - ტაქსის მძღოლების მოთხოვნა და პროტესტი რეფორმის გადავადებასთან დაკავშირებით, მიუღებელია

ტაქსის მძღოლების მოთხოვნა და პროტესტი რეფორმის გადავადებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ყველა ის სირთულე, რაც შეიძლებოდა რეფორმის ფარგლებში ყოფილიყო, გათვალისწინებულია და ტაქსის მძღოლებს გამოუვალი მდგომარეობა არ აქვს.

„ყველა ის სირთულე, რაზეც ტაქსის მძღოლები საუბრობენ, ჩვენ თავის დროზე გავითვალისწინეთ და სირთულეების და გარემოებების გათვალისწინებით შეიქმნა ტაქსის რეფორმის მოდელი. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ტაქსის რეფორმა ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია, მათ შორის, ტაქსის მძოლებისთვის და მოკლე და გრძელვადიან ჭრილში მათთვის უფრო მეტად სარგებლიანი იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია ამ რეფორმის გაპროტესტება. რაც შეეხება იმას, რომ გადაღებვის ხარჯებს ვერ ფარავს ჩვენს მიერ გაცემული ვაუჩერი, ამას ვერ დავეთანხმები. ვაუჩერი ფარავს გარეგანი ღებვის ხარჯებს. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა სხვა შეკეთებასაც საჭიროებს, ეს უკვე მანქანის მესაკუთრის საქმეა. ჩვენ ვნახეთ უკვე გადაღებილი მანქანები და დადასტურებულია, რომ ჩვენს მიერ გაცემული ვაუჩერი სრულად ფარავს გარეგანი ღებვის ხარჯებს",- განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება ტაქსის მძღოლებთან შეხვედრას, ვიცე-მერი ამბობს, რომ თუ ამის საჭიროება დადგება, ის მზად არის მათ შეხვდეს.

"შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ. აქამდეც მქონდა შეხვედრები ტაქსების ასოციაციასთან და ტაქსის მძღოლებთან. მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენ ახლა უნდა განვიხილოთ რაიმეს გადავადების საკითხი. პირიქით, მგონია, რომ დროული რეფორმაა. გადავადების აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუ რაიმე სხვა სირთულეებზე იქნება საუბარი, ამაზე შეიძლება მათთან საუბარი. თუმცა, გადავადება, ფერის სტანდარტის ცვლილება, მარჯვენა საჭის შეზღუდვის მოხსნა, ეს მიუღებელია და ვერ დავუშვებთ. თუ ვინმე ამბობს, რომ მანქანა ნაქირავები ჰყავს, შეუძლია მეპატრონესთან შეთანხმებით გადაღებოს. ჩვენ ყველა ეს გარემოება გათვალისწინებული გვაქვს და ტაქსის არც ერთ მძღოლს გამოუვალი მდგომარეობა არ აქვს",- განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი მერიის მიერ შემოღებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, მათი მთავარი მოთხოვნა თბილისის მერთან ან მის წარმომადგენლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებაა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები