„ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ - სასამართლო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შედეგი გავლენებისგან რეალურად თავისუფალი სასამართლო სისტემა იქნება

ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ განცხადებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შედეგი გავლენებისგან რეალურად თავისუფალი სასამართლო სისტემა და მოსამართლეთა დამოუკიდებელი კორპუსი იქნება.

„დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო ხელისუფლება არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველი და ამაზე ყველა ვთანხმდებით.

სასამართლო სისტემის გარშემო დღეს მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ითვალისწინებს. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს ცვლილებები, შედეგად მოგვცემს გავლენებისაგან რეალურად თავისუფალ სასამართლო სისტემას და მოსამართლეთა დამოუკიდებელ კორპუსს.

ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ რეალურად საქმე არის არა კონკრეტული მოსამართლეების გვარებში, არამედ თავად პროცესში, რომელიც მათ უვადოდ დანიშვნას ეხება. ყველას შევახსენებთ, რომ შესაძლოა ჩვენ აღარ ვიყოთ პოლიტიკაში, ხელისუფლებაში, წავიდნენ და მოვიდნენ სხვადასხვა პარტიები და პოლიტიკოსები, მაგრამ სისტემაში დარჩებიან მოსამართლეები, რომელთა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტი სწორედ მათი უვადოდ გამწესება იქნება“, - ნათქვამია ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 89 ხმით მიიღეს. პროექტის წინააღმდეგ 31-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა