ანრი ოხანაშვილი - ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენს ოპონენტებს აქვთ ერთი მთავარი მიზანი, მათ სურთ ხელისუფლებაში მოსვლა

ეს არის მარტივი ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენს ოპონენტებს აქვთ ერთი მთავარი მიზანი, მათ სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

„ჩვენ აქ ვისმენთ ოპონენტების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით საუბარს. ჩვენ ვერ მოვისმინეთ სამართლებრივი არგუმენტები ჩვენ ვერ მოვისმინეთ, რომელიმე თანამედროვე ევროპული ან არაევროპული ქვეყნის რომელ პრაქტიკას ვაუარესებთ. სხვათა შორის, მოსწონთ ქვეყნების მაგალითების დასახელება, თუმცა არც ერთი ქვეყანა არ დასახელებულა თუ სად არის ასეთი გამჭვირვალე პროცედურა და რომელი ქვეყნის გამოცდილებას არ ვითვალისწინებთ ან ვარღვევთ. ეს არის მარტივი ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენს ოპონენტებს აქვთ ერთი მთავარი მიზანი მათ სურთ ხელისუფლებაში მოსვლა! მათი პოზიცია არ არის არგუმენტირებული, ვიწროპარტიული ინტერესებით არის ნაკარნახევი. თქვენ ყველას, ოპონენტებს გსურთ ხელისუფლებაში მოსვლა, ამიტომ თქვენი სურვილია მოახდინოთ ყველა სწორი, მართებული გადაწყვეტილების დისკრედიტაცია და აჩვენოთ საზოგადოებას თითქოს თქვენ ხართ მართლები, თუმცა, თქვენი ეს პოზიციები საერთოდ არ ეფუძნება სამართლებრივ ლოგიკას და არც მალავთ ამას. შინაარსობრივ საკითხებში ვერ შემოდიხართ და ვერ ასახელებთ არგუმენტებს, თქვენი პოზიცია გაჯერებულია პოლიტიკით, იმის სურვილით, რომ როგორღაც მოხვდეთ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს