გეგა გეგეშიძის ადვოკატი - ინციდენტები სხვა ქვეყნებშიც მოხდა, სადაც ყოველთვის ინიციატორი ზურაბ დათუნაშვილი იყო - მას შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა აკრძალული ჰქონდა

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის ადვოკატი მარინა ცუცქირიძე აცხადებს, რომ ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლის ერთწლიანი აკრძალვა ჰქონდა.

"მაქვს ინფორმაცია და ზუსტად ვიცი, რომ საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც ინციდენტები იყო და თითქმის ყოველთვის ინიციატორი დათუნაშვილი იყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ და გამოვითხოვეთ ინფორმაცია ზურაბ დათუნაშვილთან დაკავშირებით, სხვა დროსაც ხომ არ ყოფილა მსგავსი ინციდენტები საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ გვინდოდა ეს ოფიციალურად წარგვედგინა შესაბამისი სტრუქტურიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი გვითხრა ამ ეტაპზე, რადგან ეს არის პერსონალურო ინფორმაცია. ჩვენ ვითხოვეთ, ეს ინფორმაცია სასამართლოს გამოეთხოვა.

ხშირ შემთხვევაში, კონფლიქტის ინიციატორი არის დათუნაშვილი და ეს არ არის პირველი შემთხვევა. რაში სჭირდებოდა გეგეშიძეს ამ ჩხუბის ინიცირება? დათუნაშვილმა შეჯიბრი წააგო და განაწყენებულმა მოაწყო ის, რაც მოხდა“, - აცხადებს ცუცქირიძე.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

იხილეთ ვიდეო: კონფლიქტის ინიციატორი ყოველთვის არის დათუნაშვილი, მას შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა აკრძალული ჰქონდა - გეგა გეგეშიძის ადვოკატი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა