ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე - მინდა გადმოგცეთ გზავნილი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულების თაობაზე

მინდა გადმოგცეთ ჩემი გზავნილი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სოლიდარობის და ერთგულების თაობაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანომ განაცხადა.

პედრო სერანო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექციას თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ მართავს.

მანამდე კი პედრო სერანომ თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან ერთად ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა. პედრო სერანომ ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებსა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობის მექანიზმებზე ისაუბრა. სერანო ქართული შეიარაღებული ძალების მიერ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას ბრწყინვალე შეფასებას აძლევს.

„მე საქართველოში ჩამოვედი იმისთვის, რომ მომეწოდებინა ინფორმაცია, თუ როგორ ავითარებს ევროკავშირი საკუთარ თავდაცვის მექანიზმებს უკანასკნელ წლებში. ჩვენ ბრწყინვალე შეფასებას ვაძლევთ იმ სამუშაოს, რომელიც თქვენმა მამაკაცებმა და ქალებმა ევროკავშირის შეიარაღებულ ძალების მხარდამხარ ჩაატარეს და რომლის საშუალებითაც მოხდა სიტუაციის სტაბილურობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიმართულებით, რაც უმნიშვნელოვანესია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წვლილი შეაქვს ჩვენ მისიაში მალიში“, - აღნიშნა პედრო სერანომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა