ზაზა ხუციშვილი ოპოზიციას - ბატონებო, საკუთარი წარსულის გრცხვენიათ?!

ზაზა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და მათ საკუთარი წარსული შეახსენა. „ბატონებო, საკუთარი წარსულის გრცხვენიათ?! მოქალაქეთა კავშირის რიგებიდან იმდენი ხალხი იყო, როგორც წინა მოწვევის პარლამენტში, ასევე დღევანდელ პარლამენტში. თქვენ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგით რომ ხართ, თუნდაც „ევროპული საქართველო“, ამ პარლამენტში მოხვედრილი, ამაშიც ეჭვი ხომ არ გეპარებათ?!“, - ასე მიმართა მიმართა ზაზა ხუციშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ოთარ კახიძის მიერ ნახსენებ „ქეისებზე“ გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში მას შეახსენა, რომ ქართული სასამართლოს მიერ 10-წელიწად მისჯილი ირაკლი ოქრუაშვილი, საქართველოს, საფრანგეთის მხარემ არ გადმოსცა.

„ბატონო ოთარ 10 წელიწად მისჯილი ირაკლი ოქრუაშვილი არ გადმოგცათ საფრანგეთის მხარემ, იმიტომ რომ ამ გადმოცემის პროცედურებს აქვს სულ სხვა მხარე და ახლა ამის გამოყენება ქალბატონი თეას საწინააღმდეგოდ აბსოლუტურად არ არის სწორი და მართებული“,-განაცხადა ზაზა ხუციშვილმა

მისივე განცხადებით, წინა მთავრობაზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო ქვეყნის დიდი სირცხვილი.

„მე შეგახსენებთ, რომ თქვენს მთავრობაზე რა გადაწყვეტილებაც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, ეს არის ალბათ ჩვენი ქვეყნის მართლაც დიდი სირცხვილი იმიტომ, რომ მაშინ რეალურად ხელისუფლებაში რომელი პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო, ყველა შეკრული იყო ერთი ადამიანის მკვლელობის გამართლებაში. აი ესაა სიმართლე. მთელი ქვეყნა შეკრული იყო გირგვლიანის წინააღმდეგ - პოლიცია, პრეზიდენტი და ა. შ“,-განაცხადა ხუციშვილმა

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს