დავით ზალკალიანი მოზამბიკელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბუენოს-აირესში მიმდინარე გაერო-ს მაღალი დონის შეხვედრის „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა“ ფარგლებში მოზამბიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს ხოსე კონდუგუა ანტონიუ პაჩეკოს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მოზამბიკს ცუნამის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო მიუსამძიმრა და მზადყოფნა გამოთქვა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აქტიურად ჩაერთოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის პროცესში.

მინისტრებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მიმართულებები მიმოიხილეს. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა უმასპინძლოს მოზამბიკის დელეგაციას, როგორც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდის გამართვის, ასევე საქართველოს წარმატებული რეფორმების გაცნობის მიზნით ისეთ სფეროებში, როგორიც არის სახელმწიფო მომსახურება, ჯანდაცვა, დემოკრატიული განვითარება, კარგი მმართველობა. ასევე აღინიშნა განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს მოზამბიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გამო.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოზამბიკელ კოლეგას გაეროს მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის (FAO) პრეზიდენტის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი დავით კირვალიძე წარუდგინა. ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს კანდიდატის მნიშვნელოვან პროფესიულ გამოცდილებას და მის ხედვებს, რომელიც პასუხობს მცირე და განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნებს სოფლის მეურნეობის, აგრარული და სურსათის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე. მოზამბიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოხატა დაინტერესება საქართველოს კანდიდატისგან პირადად მოესმინა სამოქმედო გეგმა და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საქმიანობის მთავარი პრინციპები.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მოზამბიკს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ მოზამბიკი მომავალშიც მოახდენს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა