2 კვირის წინ დაშლილი ფრაქციის ნაცვლად, „ნაცმოძრაობა“ გორის საკრებულოში ახალ ფრაქციას ქმნის

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი კვირის წინ დაშლილი ფრაქციის ნაცვლად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ფრაქციას ქმნის.

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 3 წევრისგან შედგებოდა მას შემდეგ დაიშალა, რაც ერთ-ერთმა წევრმა ირმა ამბარდნიშვილმა ფრაქცია დატოვა. ,,ერთიანი ნაციონულარი მოძრაობის“ წევრებმა მალევე დააანონსეს, რომ საკრებულოში ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას შექმნიდნენ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ახალი ფრაქციის შექმნაზე განაცხადი დღეს შევიდა. დაშლილი ფრაქციის წევრებს - ვასილისა ჯაბახიძეს და ბექა ქორჩილავას ,,ევროპული საქართველოს“ წევრი კახაბერ ბურჯანაძე შეუერთდა.

ახალი ფრაქცია სახელწოდებით - ,,ძლიერი გორი“, 29 მარტს, ბიუროს სხდომაზე გაივლის რეგისტრაციას და ფრაქციის სტატუსს შეიძენს.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა