ირაკლი კობახიძე - განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ადას პათეტიკური, საინტერესო გამოსვლისთვის

განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ადას, პათეტიკური, საინტერესო გამოსვლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ადა მარშანიას პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლას.

„რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, ისეთი განცხადებები, როგორიც თქვენ გააკეთეთ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ნამდვილად არ უწყობს ხელს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მომავალში უმჯობესია სახელმწიფოებრივად სწორი და გამართული განცხადებები გააკეთოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ადა მარშანიას განცხადებით, ქვეყნის არასწორი პოლიტიკური შედეგის გამო, საქართველოს პარლამენტში ის ერთადერთი აფხაზი დეპუტატია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა