ზაზა გაბუნია - სახელმწიფო დებს ასობით მილიონს ანაკლიის პროექტში და შეუძლებელია მასვე უნდოდეს ამ პროექტის ჩაშლა

ანაკლიის პორტის იდეა არის საზოგადოებრივი კონსესუსის ძალიან კარგი სიმბოლო, რადგან ასეთი ერთსულოვნება, რაც ამ პროექტის ირგვლივ არის, მე არ მახსენდება სხვა შემთხვევებში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ანაკლიის პორტის იდეა არის საზოგადოებრივი კონსესუსის ძალიან კარგი სიმბოლო, რადგან ასეთი ერთსულოვნება, რაც ამ პროექტის ირგვლივ არის, მე არ მახსენდება სხვა შემთხვევებში და ეს ძალიან იშვიათია და სწორედ ამიტომ და მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ამ პროექტისადმი აქვს უბრალოდ მომეტებული პოლიტიკური მადა, რომ საკითხთან მიმართებით ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკით შექმნან ილუზია, რომ თითქოს ხელისუფლება პროექტს ხელს უშლის.

თქვენ დღეს აქ მოსვლით და მოხსენების გაკეთებით ნახევარი საქმე უკვე გააკეთეთ, რადგან გამოჩნდა სახელმწიფოს პოზიტიური როლი და მეორე ნაწილი ამ საქმისა წინ გაქვთ, როცა ოპოზიციის უსაფუძვლო ბრალდებებს გასცემთ პასუხს.

ყველაფერში გარკვეული ოპოზიციონერი კოლეგებისათვის რატომღაც ამოუხსნელი გამოდგა ის მარტივი და ადვილად გასაგები სინამდვილე, რომ, თუ ვინმე 100 მილიონს დებს პროექტში, ის უბრალოდ არ შეიძლება ამ პროექტის წინააღმდეგი იყოს და 100 მილიონს დებს სწორედ სახელმწიფო, ამიტომ ამას თითქოს რომ ვერ ხვდებიან ოპოზიციაში და ეს უბრალოდ არის თვალთმაქცობა.

ამიტომ, ქალბატონო მაია, გთხოვთ, უპირველესად საზოგადოებას განუმარტოთ - რა არის ის 100 მილიონი რასაც სახელმწიფო ამ პროექტში დებს და მათ შორის ესაუბროთ სახელმწიფოს მიერ გამოსყიდული და გადაცემული ათობით მილიონი ლარის ასობით ჰექტარი მიწის შესახებ, რომელიც სწორედ ანაკლიიის პორტის სასარგებლოდ გაკეთდა და ამის შემდეგ იქნებ ოპოზიციასაც აუხსნათ, რომლის დიდი ნაწილი უბრალოდ თვალთმაქცობს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით - რას ნიშნავს სიტყვა თანამონაწილეობა, მათ შორის ამ პროექტის მაგალითზე“,- განაცხადა გაბუნიამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს