ნინო ლომჯარია - ადამიანებმა, რომლებიც ირაკლი კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებიან, უნდა იგრძნონ, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება

სახელმწიფომ სამართლებრივი და ყველა პოლიტიკური ბერკეტი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც არიან ჩართული ასეთ საქმიანობაში, იგრძნონ, რომ მათთვის დღეს ან ხვალ აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის საკითხი,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ირაკლი კვარაცხელიას გატაცების და გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადა.

"სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა შიდა და საერთაშორისო ბერკეტი იმისთვის, რომ ნამდვილად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები და ამ საკითხზე მოხდეს, მათ შორის, საერთაშორისო რეაგირებაც. ჩვენ ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში სწორედ დაუსჯელობის სინდრომმა და იმის განცდამ, რომ არავის მოეკითხება პასუხი ჩადენილ დანაშაულებზე, ეს სინდრომი უწყობს ხელს იმას, რომ კვლავ გრძელდება ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ მსგავსი უკანონო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვფიქრობ, სახელმწიფომ სამართლებრივი და ყველა პოლიტიკური ბერკეტი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც არიან ჩართული ასეთ საქმიაობაში, იგრძნონ, რომ მათთვის დღეს ან ხვალ აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის საკითხი",- განაცხადა ლომჯარიამ.

ირაკლი კვარაცხელი რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე კვირის წინ გაიტაცეს და ის გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს