მალხაზ კობაურის ადვოკატი ახალ მტკიცებულებებზე საუბრობს

ის ვერსია, რომ თითქოს მდინარემ ჩამოიტანა რაიან სმიტის გვამი, ფაქტობრივად გამოირიცხა, - ამის შესახებ მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მტკიცებულება, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ არის წარმოდგენილი, აბსოლუტურად თავდაყირა ატრიალებს იმ ვერსიას, რაც ბრალდების მხარემ მოწმეების შედეგად გამოკვეთა, რომ 2018 წლის 6 ივლისს, ღამის საათებში ძლიერად წვიმდა.

„წარდგენილი დასკვნით ვკითხულობთ, რომ 6 ივლისს, ზუსტად 12:53 საათიდან 17:49 საათამდე იყო დროგამოშვებით ზომიერი წვიმა. ანუ, დღის პირველი საათიდან ექვს საათამდე იყო წვიმა. ღამე წვიმა არ ყოფილა! შემდეგ წვიმა ისევ მოდის 7 ივლისს პირველი საათიდან 3-ის ნახევრამდე. ანუ, იმ საღამოს, როდესაც თითქოსდა კობაურმა დანაშაული ჩაიდინა, წვიმა არ ყოფილა. ცალსახად დასტურდება, რომ ის მოწმეები, რომლებიც დაიკითხნენ სასამართლოზე ცრუობდნენ, იქედან გამომდინარე, რომ ოფიციალური ინფორმაციით, მაგ დროს წვიმა საერთოდ არ იყო. ის ვერსია, რომ თითქოსდა, მდინარემ ჩამოიტანა რაიან სმიტის გვამი, ფაქტობრივად გამოირიცხა. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და სასამართლომ არ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეს როგორც მტკიცებულება დართვოდა საქმეს. ეს მტკიცებულება, როგორც მტკიცებულება სამწუხაროდ, საქმეში არ არის“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა