ეგორ კოჩიევი - ხურვალეთში პროვოკაციის მოწყობას „ძალა ერთობაშია“-ს აქტივისტები ცდილობდნენ

ის, რაც ხურვალეთში მოხდა, იყო პროვოკაცია, რომლის მოწყობას „ძალა ერთობაშია“-ს აქტივისტები ცდილობდნენ. ამის შესახებ ერგნეთში გამართულ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა.

„რამდენადაც მე ვიცი, ხურვალეთში ინციდენტამდე საქმე არ მისულა. შეხვედრაზე ამაზე ვისაუბრეთ. ქართველმა და სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველებმა ევროკავშირის მისიის ხელშეწყობით მკაფიოდ იმუშავეს და სერიოზულ ინცინდენტამდე საქმე არ მისულა. გყავთ საქართველოში ასეთი აქტივისტი დავით ქაცარავა, რომელმაც განაცხცადა, რომ რუსული ჯარები ხურვალეთს იპყრობენ. რეალურად კი, ქართულმა ოფიციალურმა მხარემ ეს არ დაადასტურა, რომ რუსი ჯარისკაცები საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ეს იყო პროვოკაცია, რომლის მოწყობას „ძალა ერთობაშია“-ს მოძრაობის აქტივისტები ცდილობდნენ. ქართველ პოლიციელებს ეს აქტივისტები დროზე რომ არ შეეჩერებინათ, საქმე ინცინდენტით დასრულდებოდა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო