ევროკავშირი არ აპირებს გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად აღიაროს

ევროკავშირი ამერიკის პრეზიდენტის მოწოდების საპასუხოდ, რომ გოლანის მაღლობები ისრაელის ნაწილად აღიაროს, აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნები არ აღიარებენ ისრაელის სუვერენიტეტს აღნიშნულ ტერიტორიებზე და მათ ოკუპირებულად მიიჩნევენ. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

„ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა. ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, არ აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ისრაელის მიერ 1967 წლიდან არის ოკუპირებული, მათ შორის, გოლანის მაღლობები და არ მიიჩნევს მათ ისრაელის ტერიტორიებად“ - განუცხადა „როიტერს“ ევროკავშირის წარმომადგენელმა.

როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე გუშინ დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა აღიაროს ისრაელის სრული სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა