ანონსი 24 მარტი

ანონსი  24 მარტი

24 მარტს, 12:00 საათზე, მარნეულში „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მარნეულის მერობის კანდიდატს წარადგენენ.

მისამართი: მარნეული, სასტურმო “კავკასი”

საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

24 მარტს 12:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის და ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ორგანიზებით, ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება სლოგანით - მოქმედების დროა! დროა, დავამარცხოთ ტუბერკულოზი!

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103

24 მარტს, 13:00 საათზე, ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე გეგმავს ღონისძიების ჩატარებას, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ტუბერკულოზთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია.

საკონტაქტო პირი - ანუკი ტალახაძე 555 50 00 88.

24 მარტს,13:00 საათზე, საქართველოში მცხოვრები ბერძნული დიასპორა საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

მის: კიევის ქ. 8, მე-3 სართული

24 მარტს, 14:45 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართება.