შალვა შავგულიძე - როგორც ჩემს პარტნიორს და თანამებრძოლს, მინდა ახმედ იმამყულიევს წარმატება ვუსურვო

როგორც ჩემს პარტნიორს და თანამებრძოლს, მინდა მივულოცო მისდამი გამოხატული ეს დიდი ნდობა მისი პოლიტიკური ძალის მხრიდან და წარმატებები ვუსურვო, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ მარნეულში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შავგულიძემ ადგილობრივეს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა და ბლოკის მიერ დასახელებულ მერობის კანდიდატს ახმედ იმამყულიევს წარმატებები უსურვა.

„გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გილოცავთ, რა თქმა უნდა, თავისი ერის ღირსეული შვილის, , ჩვენი ქვეყნის ღირსეული და ჭეშმარიტი მოქალაქის, პროგრესული ადამიანის, მომავლის ადამიანის ახმედ იმამყულიევის წარდგენას. მოგეხსენებათ, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკარატები“ პოლიტიკური პარტნიორები ვართ უკვე და რამდენადაც მე წარმოვადგენ „თავისუფალ დემოკრატებს“, ახმედს, როგორც ჩემს პარტნიორს და თანამებრძოლს მინდა მივულოცო ეს დიდი ნდომა მისდამი და წარმატებები ვუსურვო,“-განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა