„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ გამარჯვებული კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა

„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ გამარჯვებული კენიელი მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

10 საუკეთესო მასწავლებელს შორის იყო ლანჩხუთის მუნიცაპალიტეტის სოფელ ჩიბათის სკოლის პედაგოგი ლადო აფხაზავა. ლადო აფხაზავა 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა და 10 000 ლარის ოდენობის პრემია მიიღო. ლადო აფხაზავა ჩიბათის სკოლაში 2010 წლიდან ასწავლის. არის პროექტ „დემოკრატიული რევოლუციის“ ავტორი, რომლის მიზანი მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზებაა. მის პროექტს „ეთნო რძლები“ საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.

იხილეთ ვიდეო: ვინ გახდა მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, რომელშიც ჩიბათელი ლადო აფხაზავაც მონაწილეობდა

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა