იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ემზარ კვიციანს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების შესახებ ინიციატივის პარლამეტიდან გაწვევა შესთავაზა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დეპუტატ ემზარ კვიციანს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების შესახებ საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივის პარლამეტიდან გაწვევა და პროექტის რელიგიის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში გადატანა შესთავაზა.

კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა პროექტი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სისხლის სამართლის წესით დასჯას ითვალისწინებს.

როგორც პროექტის ინიციატორმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, ხორციელდება ძალადობა საქართველოში დომინანტური რელიგიის – მართლმადიდებლობის მიმართ, რაც უნდა შეჩერდეს.

„სოციალურ ქსელებში უფრო და უფრო მეტად ხდება პატრიარქისა და ჩვენი სიწმინდეების შეურაცხყოფა. ამას შეიძლება დიდი უბედურება მოჰყვეს. რა კავშირი აქვს შეურაცხყოფას სიტყვის თავისუფლებასთან?! დავუჭიროთ პროექტს მხარი და ეს უმსგავსობა შევაჩეროთ“, - მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს ემზარ კვიციანმა.

თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მთელ რიგ პრობლემებს შექმნის.

ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის მძიმე ფაქტი, მაგრამ კანონში ჩაწერილი ნორმა უნდა იყოს განჭვრეტადი და შესაბამისობაში იმ ვალდებულებებთან, რაც საქართველოს გააჩნია.

ოხანაშვილმა განაცხადა ისიც, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას სისხლის სამართლის კანონმდებლობა უკვე იცნობს და ღვთისმსახურებისათვის ხელის შეშლა კანონით ისჯება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტის განხილვა ისე დაასრულა, რომ კენჭისყრაზე არ დააყენა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ამ თემაზე მოხდება პოზიციების შეჯერება, მათ შორის მთავრობასთან, რომელიც პროექტს წარმოდგენილი სახით მხარს არ უჭერს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა