ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე გაამდიდრებს პარლამენტს

ლადოს კარგად იცნობს ყველა და წარდგენა რეალურად არ სჭირდება. დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კიბახიძემ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მიერ შუალედურ არჩევნებზე მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა კანდიდატი არის პროფესიონალი და ისინი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.

"ჩვენ გვქონდა დღეს მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და საბოლოოდ დავამტკიცეთ ექვსი კანდიდატი - როგორც მერობის, ასევე თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, მათ უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და ისინი საუკეთესოდ გაუძღვებიან იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან.

ლადოს რაც შეეხება, მას კარგად იცნობს ყველა და წარდგენა რეალურად არ სჭირდება და დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ კანდიდატები "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეარჩია თუ რა ფორმით მოხდა კანდიდატებზე შეჯერება. კობახიძის თქმით , კანდიდატებზე მსჯელობა "კვირების მანძილზე პარტიაში მიმდინარეობდა და შესაბამისად, ეს იყო პარტიის საერთო გადაწყვეტილება".

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ცნობილი ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.

„ქართულმა ოცნებამ“ დღესვე რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატები დაასახელა.

კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდში - გიორგი შენგელია, მარნეულში - ზაურ დარგალი, ზესტაფონში - გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში - გივი მოდებაძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა