„საპენსიო სააგენტომ“ საინვესტიციო საბჭოს წევრების ვაკანსიები Financial Times-ში გამოაქვეყნა

„საპენსიო სააგენტომ“ საინვესტიციო საბჭოს წევრების ვაკანსიები Financial Times-ში გამოაქვეყნა. როგორც“ინტერპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, ვაკანსიების სხვა საერთაშრისო გამოცემებშიც გამოქვეყნდება.

განცხადების მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი წელიწადში 60 000 დოლარამდე იქნება და ამასთან, სახელმწიფო საბჭოს წევრების სრულ სამგზავრო ხარჯებს დაფარავს.

აპლიკაციის მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრები და მისი თავმჯდომარე არ არის აუცილებელი საქართველოში მუდმივად იმყოფებოდნენ. საბჭოს წევრები საქართველოს წელიწადში მინიმუმ ერთხელ უნდა ესტუმრონ, ხოლო საშუალოდ, წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ჯამური რაოდენობა 72 საათია.

აპლიკაციების მიღება 6 აპრილს შეწყდება, რის შემდეგაც 5 დღის განმავლობაში შესარჩევი კომისია შეარჩევს კანდიდატებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს, რის შემდეგაც დამტკიცდება უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. ასევე პარალელურ რეჟიმში დაკომპლექტდება რისკის კომიტეტი, რომელიც სამი წევრისგან შედგება.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია შვიდი წევრისგან არის დაკომპლექტებული. ესენი არიან: აკაკი ზოიძე, ირაკლი კოვზანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ქობულია, ივანე მაჭავარიანი, დავით სერგეენკო, ზურაბ ლალაზაშვილი.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საპენსიო ფონდში უკვე 113 მილიონი ლარია მობილიზებული, რომელიც საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებშია განთავსებული. სააგენტოში 653 ათასი ინდივიდუალური ანგარიშია გახსნილი და 47 ათას კომპანიას მოიცავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა