ირაკლი კობახიძე - გვექნება შესაძლებლობა, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრებები ავსახოთ მოსამართლეების შესახებ კანონპროექტში და აქ სპეკულაციებისთვის სივრცე არ არის

სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც შეუძლიათ საკუთარი მოსაზრებების გაგზავნა ვენეციის კომისიაში, თუმცა ვენეციის კომისია ამზადებს სამართლებრივ დასკვნას, ჩვენ დაველოდებით ამ დასკვნას და ბუნებრივია ვიმოქმედებთ დასკვნის გათვალისწინებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების თაობაზე, უმრავლესობის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიაში გაგზავნილი წერილის კომენტირებისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უმრავლესობას საბოლოო ჯამში კანონპროექტში ვენეციის კომისიის დასკვნების ასახვის შესაძლებლობა ექნება. მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორის კრიტიკა, თითქოს ისინი არ დაელოდნენ კომისიის დასკვნას, უსაფუძვლოა.

„ჩვენ გვაქვს საშუალება მეორე მოსმენამდე გავითვალისწინოთ ყველა ის შენიშვნა, რომელიც იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის მხრიდან, უფრო მეტიც, ჩვენ ორი კვირით გადავწიეთ კანონპროექტის განხილვა იმის გამო, რომ ველოდებით ვენეციის კომისიას. გვექნება სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ავსახოთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები საბოლოო ჯამში კანონპროექტში და აქ სპეკულაციებისთვის რეალურად სივრცე არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ვენეციის კომისიისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროსადმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით მიმართავს. მიმართვაში კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა იმყოფება მწვავე კრიზისში, რაც გამოწვეულია წლების განმავლობაში წარუმატებლად განხორციელებული რეფორმის ტალღებით, რაც თავის მხრივ აძლიერებს ეჭვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმართება გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიერ, რომელიც მიკერძოებულად და დაუსაბუთებლად ნიშნავს მოსამართლეებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა