ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის წინააღმდეგ დანაშაულებრივი თავდასხმა განხორციელდა და ჩვენ ამას ძალის გამოყენებით ვუპასუხებთ

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმის გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტს ვადაზე ადრე შეწყვეტს.

„ვესაუბრე გენშტაბის ხელმძღვანელს. ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებრივი თავდასხმა განხორციელდა. ჩვენ ამას ძალის გამოყენებით ვუპასუხებთ. გადაწყვეტილება მივიღე შევამცირო ჩემი ვიზიტის დღეები აშშ-ში. რამდენიმე საათში აშშ-ს პრეზიდენტს შევხვდები, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ ისრაელში დავბრუნდები, რათა ჩვენს საპასუხო ზომებს ვუხელმძღვანელო“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტის გამო ისრაელის შვიდი მოქალაქე დაშავდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი აშშ-ში დღეს დაიწყო. გარდა აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისა მას დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა