ირაკლი კობახიძე „სამართლიან არჩევნებზე“ - ამ ორგანიზაციისგან უსაფუძვლო განცხადებებს მიჩვეული ვართ

ჩვენ მიჩვეული ვართ, ამ ორგანიზაციისგან უსაფუძვლო განცხადებებს," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.

არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეში ადგილი ჰქონდა შესაძლო პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთ განცხადებებს უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი.

"ვერ გეტყვით, აქვს თუ არა საფუძველი ასეთი განცხადების გაკეთებას. ბუნებრივია, ჰაერში არ შეიძლება ასეთი განცხადებების კეთება მითუმეტეს, როცა საქმე ეხება ადამიანის გარდაცვალებას. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, მას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი. ჩვენ რა თქმა უნდა, მიჩვეული ვართ, ამ ორგანიზაციისგან უსაფუძვლო განცხადებებს, მაგალითად, ID ბარათებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ისინი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ განცხადებებს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა