სახალხო დამცველი - შემაკავებელი ორდერების გაცემა ხშირად არაეფექტური იყო

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოჯახში ძალადობის დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ეფექტიანობის შესახებ აუდიტის ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ამ მიმართულებით დიდი ხანია, რაც მუშაობს.

„სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, რომ აუცილებელია შსს- ში დანერგილიყო რისკების შეფასების სისტემა. ეს მოახდენდა ინდივიდუალური შეტყობინებების ანალიზს, რამდენად სასწრაფოდაა რეაგირება საჭირო, რამდენად საჭიროა სავარაუდო მოძალადის იზოლირება. ეს სისტემა სახალხო დამცველის რეკომენდაციით 2018 წელს შსს-ში დაინერგა. ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ვნახავთ, მივიღეთ თუ არა შედეგი. იმედი გვაქვს, ეს გარკვეულწილად შეცვლის ვითარებას. შემდეგ დავინახავთ, დამატებით რა ნაბიჯებია გადასადგმელი",- აცხადების ლომჯარია.

მისივე შეფასებით, შემაკავებელი ორდერების გაცემას ხშირ შემთხვევაში არაეფექტური შედეგი ჰქონდა.

„რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, ამ თვალსაზრისით, ჩვენმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ გაიცემოდა ძალიან დიდი რაოდენობით, მათ შორის როგორც მსხვერპლის, ასევე მოძალადის მიმართ. ხშირ შემთხვევაში ეს იყო არაეფექტური და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. იმედი მაქვს, ეს პრაქტიკა რისკებზე დაფუძნებული სისტემით შეიცვლება“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არავინ აკონტროლებს, მსხვერპლი მართლაც დაცულია თუ არა მოძალადისგან დამცავი და შემაკავებელი ორდერების გაცემის შემდეგ,"უფრო მეტიც, პასუხისმგებელი მხარეები ძალადობის განმეორებითი ფაქტის შესახებ თავად მსხვერპლის მიმართვის შემდეგ იგებენ", - აღნიშნულია ანგარიშში.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა