ზაზა გაბუნიას შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, დეცენტრალიზაცია არის მეორე დიდი და მნიშვნელოვანი რეფორმა

საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, დეცენტრალიზაცია არის მეორე დიდი და მნიშვნელოვანი რეფორმა, - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ გააკეთა.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით დღეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, ჯგუფი შემდეგი სამი მიმართულებით იმუშავებს: ფისკალური დეცენტრალიზაცია, მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერება, უფლებამოსილებების ზრდა ქალაქების და მუნიციპალიტეტებისთვის, იმ სერვისების ჩამოყალიბება, რომლებიც მნიშვნელოვანია ადგილზე ჩვენი მოსახლეობისთვის და ქალაქების და რეგიონების განვითარებისთვის.

“მთავრობის მიერ მომზადებულ სტატეგიას ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლით და გავაანალიზებთ. სამუშაო პროცესი გულისხმობს თავისთავად იმას, რომ შესაძლებელია პარლამენტს ჰქონდეს ალტერნატიული ხედვა, ან წინადადებები და შეთავაზებები. მთლიანობაში დოკუმენტის პათოსს ჩვენ ვიზიარებთ - ეს არის კარგი დოკუმენტი, მაგრამ პარლამენტს უნდა ჰქონდეს თავისი მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვაც რეფორმის ირგვლივ და ეს პროცესი ამისთვის მიმდინარეობს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტთან დაკავშირებით შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს და წარუდგენს მთავრობას სტრატეგიის პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ