სოფო კილაძე - სამწუხაროდ, ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობამ წარმოუდგენელი მასშტაბები მიიღო

ძალადობის კუთხით სერიოზული ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მართლაც კატასტროფის წინაშე დავდგებით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, ბავშვები ხშირ შემთხვევაში დაუცველნი არიან როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით, ასევე ერთმანეთში ჩაგვრის და ძალადობის კუთხითაც.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობამ წარმოუდგენელი მასშტაბები მიიღო. სწორედ ამის პრევენციას ემსახურება ეს კოდექსი, როგორც სკოლაში, ასევე ოჯახში და საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ბავშვები ხშირ შემთხვევაში დაუცველნი არიან როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით, ასევე ერთმანეთში ჩაგვრის და ძალადობის კუთხით, ე.წ. ბულინგის კუთხით, რამაც ძალიან ცუდი ფორმები მიიღო, სამწუხაროდ. ჩემს ბავშვობაშიც იყო, მაგრამ ასეთი, რასაც ახლა ვუყურებ, ნამდვილად არ იყო. ჩემი მშობლების თაობაში კიდევ უფრო ნაკლებად. რაღაც სერიოზული ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მართლაც კატასტროფის წინაშე დავდგებით“, - განაცხადა კილაძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა