თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მე-5-ში, მათ შორის სათამაშოებში, სუნელებში და კოსმეტიკაში, ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა

2019 წლის იანვარ-მარტში, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მე-5-ში და ქუჩის მტვერში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში.

„ტყვიის წყაროების დადგენაზე მომუშავე მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელ განცხადებას ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგთან და წყლის ხარისხის საკითხთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად და ადასტურებს გარემოში ტყვიის მაღალი კონცენტრაციის პრობლემის სიმწვავეს. 2019 წლის იანვარ-მარტში საინიციატივო ჯგუფის და ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მე-5-ში და ქუჩის მტვერში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა. შემოწმება მოხდა იმ ოჯახებში, რომლის ერთ-ერთ წევრს მაინც დაუდგინდა სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა. ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში. კვლევის მთავარი მიზანი იყო ოჯახებში ტყვიის ძირითადი წყაროების გამოვლენა და პრობლემის მასშტაბურობის დადგენა. კვლევის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის, რომლის დეტალური პრეზენტაცია გაიმართება 2 აპრილს სასტუმრო “იოტაში”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, კვლევაში ჩართული იყვნენ „ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, “მწვანე ალტერნატივა“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, „ხარისხის ლაბორატორია“, აქტიური მოქალაქეები და მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ. ინიციატივის მხარდამჭერია ფონდი „ორბელიანი საქართველო“.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის თქმით, ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის პრობლემა თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ვიცი, რომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა, განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს