კობა გვენეტაძე პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აპრილის თვეში პარლამენტში დეპუტატების წინაშე წარსდგება, რაზეც მან პარლამენტს წერილობით უკვე მიმართა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ეროვნულ ბანკში“ განუცხადეს.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, მივა თუ არა პარლამენტში „ევროპული საქართველოს" მიერ საბანკო რეგულაციების თემასთან დაკავშრებით მიწვევის საპასუხოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, კობა გვენეტაძე პარლამენტში ორ თემაზე სასაუბროდ მივა.

„ეროვნულმა ბანკმა ერთდროულად ორი საპარლამენტო კომიტეტისგან მიიღო მოწვევა, რომ მივიდეს პარლამენტში. ამიტომ კობა გვენეტაძემ კანონმდებლებს ორი საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა შესთავაზა. ეს საკითხებია „თიბისი ბანკის“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები,“ - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, 26 თებერვლის საკომიტეტო მოსმენაზე პირველადი შედეგების შეფასებისთვის რეგულაციების ამოქმედებიდან მინიმუმ სამი თვის ვადის გასვლა ითხოვა.

იხილეთ ვიდეო: კობა გვენეტაძე პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა