ეკა ბესელია - მამუკა მდინარაძემ შემთხვევით ჩემთან გამოაგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი, რომელსაც სხვებს უგზავნიდა

დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, მამუკა მდინარაძემ მისი სალანძღავი გზავნილი, რომლის გაგზავნაც სხვებისთვის უნდოდა, შემთხვევით მას გაუგზავნა. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, სწორედ ამიტომ კეთდებოდა მის საწინააღმდეგოდ დღეს ერთნაირი განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში.

დეპუტატი კონკრეტული გზავნილის გასაჯაროებისგან თავს იკავებს, რასაც პერსონალურ მონაცემთა დაცვით ხსნის.

მამუკა მდინარაძემ, შემთხვევით, ჩემთან გამოაგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი, რომელსაც სხვებს უგზავნიდა. მივწერე მე მამუკას და დაიწყო ბოდიშების მოხდა, მაგრამ არ მჭირდება მე არც მისი და არც პარლამენტის თავმჯდომარის ბოდიში. სამარცხვინოა რაც ხდება, სახე აქვთ დაკარგული. როგორც ჩანს, ამიტომ დამწკრივდნენ და აკეთებდნენ დღეს ერთნაირ განცხადებებს. ვერ გავასაჯაროებ გზავნილს, რადგან პერსონალურ მონაცემს შეიცავს მაინც, თუმცა თავადაც არ უარყოფს ამ ყველაფერს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა