თინა ხიდაშელის განცხადებით, ეუთო-ს დასკვნაზე მითითებით, სტოლტენბერგმა ხელისუფლებას უთხრა: „შენ მოიპარე არჩევნები“

იენს სტოლტენბერგი როგორმე ირაკლი სესიაშვილის მითითებების გარეშეც ახერხებს, თავი გაართვას კითხვებს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, სტოლტენბერგმა არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას თავი აარიდა და აღნიშნა, რომ ნატოს-ს არჩევნებთან არაფერი ესაქმება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, იენს სტოლტენბერგმა გუშინდელი განცხადებით და ეუთოს დასკვნაზე მითითებით ხელისუფლებას უთხრა, რომ „შენ მოიპარე არჩევნები“.

„სტოლტენბერგი არავითარ შეკითხვებს თავიდან არ იცილებს, ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავისი ქვეყნის პრემიერ - მინისტრი იყო, იყო თავისი ქვეყნის რეალური ლიდერი და შემდეგ უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდა. როგორმე ირაკლი სესიაშვილის მითითებების გარეშეც ახერხებს, თავი გაართვას კითხვებსაც. ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო გაერთიანება, ამდენი წელია ირაკლი სესიაშვილი სახელით მაინც ამ საქმეშია და ეს უნდა იცოდეს. ნატო არის დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანება და დემოკრატია არის ის ნიშნული, რომელიც ამ ქვეყნებს აერთიანებთ. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ეხება დემოკრატიულ პროცესს, არის ნატო-ს მანდატის ქვეშ. სტოლტენბერგს არაფერი თავიდან არ აუცილებელია. არსებობს ორი პასუხი, რომელიც ასეთ დროს შეიძლება გაიცეს: 1. როცა ადამიანი პირდაპირ გეუბნება, რომ შენ მოიპარე არჩევნები და ასე არ ლაპარაკობენ მაღალი თანამდებობის პირები. 2. როდესაც მიგითითებენ იმ დოკუმენტზე, რომელშიც წერია, რომ შენ მოიპარე არჩევნები და ზუსტად ეს პასუხი გასცა გუშინ სტოლტენბერგმა. რა თქმა უნდა ხელისუფლების წარმომადგენლები რაღაცებს მოიგონებენ, მაგრამ ამით ფაქტი არ იცვლება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა