რუსთავში შრომით უფლებებზე ორდღიანი ტრენინგი გაიმართება

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რუსთავში შრომით უფლებებზე ორდღიანი ტრენინგი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, ტრენინგი ჩატარდება რუსთავის ქარხნებში, მძიმე მრეწველობაში, სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულებისთვის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, შესაძლებლობების ამამაღლებელი სემინარი რამდენიმე საკითხზე გაიმართება, მათ

შორის: სოციალურ დიალოგზე და შრომით ურთიერთობებზე. სემინარის ძირითადი ტრენერები საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და იურისტი თამარ სურმავა იქნებიან.

პროფკავშირების წევრები სხვადასხვა სექტორებიდან მაღალკვალიფიციური ტრენერებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქმიანობის, სოციალური დიალოგის კონცეფციის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის და მისი სტრუქტურის შესახებ საქართველოში.

შეხვედრას დღეს, 10:00 საათზე, რუსთავში მდებარე სასტუმრო „რუსთავში“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი ტექნიკური მრჩეველი კინან ბაჰნასი გახსნის.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ თბილისსა და რეგიონებში ტრენინგების სერია ერთი თვეა დაიწყო. შეხვედრები უკვე შედგა ბათუმში და ქუთაისში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა