ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს 50 სოციალური მუშაკი დაემატება - 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება,  2022 წელს - 1500 ლარამდე

წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს 50 სოციალური მუშაკი დაემატება. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომელსაც გაფიცული სოციალური მუშაკები აყენებენ, ბარკალაიას თქმით, მათი ნაწილი შესრულებულია, ნაწილის შესრულება მიმდინარეობს და ნაწილზე არსებობს სამოქმედო გეგმა.

ბარკალაიას თქმით, 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს - 1500 ლარამდე.

„ჯანდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა, ბენეფიციართათვის იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდება, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს. სოციალური მუშაკები და სოციალური მუშაობა საჭიროებს დამატებით რესურსებს, გაძლიერებასა და მხარდაჭერას. ეს პროცესები აქტიურად დაწყებულია 2018 წლიდან. სახელმწიფოს აქვს გეგმა, რომ სოციალური მუშაობა გააძლიეროს, განავითაროს და მათი შესაბამისი ხელშეწყობა უზრუნველყოს, რათა ხარისხიანი სოციალური მუშაობა იქნეს უზრუნველყოფილი. ეს გეგმა არის ეტაპობრივი და საჭიროებს შესაბამისი რესურსებს. რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომელსაც გაფიცული სოციალური მუშაკები აყენებენ, მათი ნაწილი შესრულებულია, ნაწილის შესრულება მიმდინარეობს და ნაწილზე არსებობს სამოქმედო გეგმა.

კერძოდ, ნაწილობრივ მოგვარებულია ტრანსპორტირების საკითხი. თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია. საჭიროების შემთხვევაში მათ გამოეყოფათ დამატებითი მანქანა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, გრძელდება მუშაობა დამატებითი რესურსის მოსაპოვებლად და მიმდინარეობს მოლაპარაკება პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან სამინისტროსთვის მანქანების გადმოცემის თაობაზე. გარდა ამისა, თბილისში სოციალურ მუშაკებს აქვთ სპეციალური ბარათები, რომლითაც საზოგადოებრივ მუნიციპალურ ტრანსპორტში საშეღავათო ფასით სარგებლობენ. თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. დაგეგმილია კიდევ 1 ფსიქოლოგის დამატება თბილისში, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზია, რომელიც გააჩენს შესაძლებობას გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა. ასევე რეოგრანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაემატება 12 იურისტი. კონკურსი უკვე გამოცხადებულია. 2019 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დაემატება 50 სოციალური მუშაკი. კონკურსი უკვე დასრულებულია 30 ვაკანტურ ადგილზე. ასევე იგეგმება ყოველ წელს როგორც მათი რაოდენობის, ასევე მათი სახელფასო განაკვეთის ზრდა, რომელიც გათვალისწინებული იყო 2018 წელს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საქართველოს კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“. კანონის მიხედვით 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს - 1500 ლარამდე. უკვე დამტკიცდა ბრძანება „სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული საქმეებისგან სოციალური მუშაკები უკვე გათავისუფლებულები არიან. დაიხვეწება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნეს პროცესი უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფორმატში (CCM), ასევე იგეგმება 20 სპეციალიზირებული სოციალური მუშაკის გადამზადდება და ჩართვა საპროცესო წარმომადგენლობაში“, - განაცხადა ბარკალაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა