სალომე ზურაბიშვილი ბათუმის სახელმწიფო თეატრის შენობის გახსნას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა და თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, თეატრის საერთაშორისო დღე, ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ძირითადი შენობის გახსნით აღინიშნება.

მათივე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თეატრში დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერას დაესწრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა