თბილისის მერია - მოვუწოდებთ ყველას, სანიტარული ჭრების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მოუწოდებს ყველას, სანიტარული ჭრების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სოციალურ ქსელში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ წყნეთში, ნუშის ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე, დაავადებულ ფიჭვებთან ერთად, ჯანსაღი ხეებიც იჭრება, აღნიშნული ტერიტორიიდან კი მოჭრილი ხეების გატანა არ ხდება.

„მსოფლიო მასშტაბით, დაავადების გავრცელების პრევენციისა და ჯანსაღი კორომების გადარჩენის მიზნით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე სანიტარიული ჭრები ხორციელდება. წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიტარიული ჭრები 15 მარტიდან დაიწყო, რომლის პარალელურადაც, ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით, 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა უკვე დაწყებულია. წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯამში, 3 575 ზეხმელი და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება. აღნიშნული ხეები, მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება 2019 წლიდან დაიწყება, მას შემდეგ, რაც სანიტარული ჭრები დასრულდება. მიმდინარე წელს, თბილისში 13 750 ხისა და 3 136 ბუჩქის დარგვაა დაგეგმილი.

სანიტარული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი. ამ ტიპის კვლევა თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების შესახებ პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია, მასშტაბური სანიტარული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში. ასევე, ამის პარალელურად, სხვა ფიტოსანიტარული ღონისძიებებიც განხორციელდება.

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მოგიწოდებთ ყველას, რომ სანიტარული ჭრების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა