ბიზნესწრეების წარმომადგენლებს „მედიაციის შესახებ კანონპროექტი“ გააცნეს

ბიზნესწრეების წარმომადგენლებს „მედიაციის შესახებ კანონპროექტი“ გააცნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ბიზნესწრეების წარმომადგენლებს კანონპროექტი მათი პალატისა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე გააცნეს. დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროს მიერაა მომზადებული და ის პარლამენტში განსახილველად უკვე გადაგზავნილია.

ღონისძიებაზე დამსწრე კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია, ზოგადად მედიციის არსის შესახებ, ასევე უშუალოდ სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გაეცნენ ახალი კანონპროექტის დეტალებს.

ღონისძიებაზე, სახელწოდებით - ,,მედიაცია საქართველოში“, დამსწრეებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიმართეს.

პალატის პრეზიდენმა ნინო ჩოქოვანმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა მედიაციის, როგორც მეწარმე-სუბიექტებს შორის დავების გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმის დანერგვისა და განვითარების აუცილებლობას. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა მეწარმე-სუბიექტმა მიიღოს ინფორმაცია იმ უპირატესობების შესახებ, რაც დავების გადაწყვეტის პროცესში მედიაციის წესის გამოყენებას გააჩნია.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი ბექა ინჯია, რომელმაც მედიაციის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით საარბიტრაჟო ცენტრის აქტივობებზე ისაუბრა. მან ასევე დააანონსა ახლი პროექტის დაწყების შესახებ, რომელსაც საარბიტრაჟო ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გეგმავს. პროექტი მიზნად ისახავს, საარბიტრაჟო ცენტრის ბაზაზე, კომერციული მედიაციის პლატფორმის შექმნას, რომელიც ბიზნესს მედიაციის პროცესის წარმოებაში დაეხმარება. მედიაციის პლატფორმის სრული ამოქმედება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ასევე აცხადებენ, რომ დავების გადაწყვეტის ალტერნეტიული მექანიზმების დანერგვას, მთავრობის მხრიდან აქტიური მხარდაჭერა აქვს.

მათივე განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი, პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე და ასევე წარმოადგენს პირველ საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს რეგიონში. იგი არის ერთადერთი ქართული ორგანიზაცია, რომელსაც გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა.

დღევანდელ ღონისძიებას წინ უძღვოდა საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის სხდომა, რომლის ფარგლებშიც ,,საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის’“ გამგეობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა და ორგანიზაციის წლიური ანგარიში მომზადდა, ცენტრის გენერალურ მდივნად კი, მეორე ვადით ბექა ინჯია აირჩიეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა