მოსამართლე ნინო ბაქაქურმა ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ხარისხის სამუშაო ჯგუფის 25-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიაში (CEPEJ) საქართველოს წარმომადგენელი ნინო ბაქაქური ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ხარისხის სამუშაო ჯგუფის (CEPEJ GT-QUAL) 25-ე შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უზენაესი სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მართლმსაჯულების ხარისხის სამუშაო ჯუფი (CEPEJ GT-QUAL) წარმოადგენს ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიასთან არსებულ საერთაშორისო ექსპერტთა ექვსკაციან ჯგუფს, რომელიც შეიმუშავებს სახელმძღვანელო დოკუმენტებს ევროპის საბჭოს სხვადასხვა დაწესებულებისა და წევრი ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემებისათვის ხარისხიანი სამართლწარმოების მნიშვნელოვან ასპექტებზე.

„სამუშაო ჯგუფმა, შარშან პირველად ევროპის საბჭოს არსებობის განმავლობაში შეიმუშავა „მართლმსაჯულების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ევროპული ეთიკის ქარტია“, რომელიც 2018 წლის დეკემბერში დაამტკიცა ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიამ.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრმა ექპერტებმა მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა მართლმსაჯულების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით ჯგუფის მიერ შექმნილი ზემოაღნიშნული ეთიკის ქარტიის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მასში გადმოცემული პრინციპების დანერგვის ღონისძიებებს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში. ჯგუფმა ასევე მოისმინა სტრასბურგის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს პრეზიდენტის ტიერი გერას მოხსენება სტრასბურგის სასამართლოში დანერგილი, სასამართლო გადაწყვეტილებების ბაზის შემცველი, ხელოვნური ინტელექტის პროგრამის შესახებ და მისი შექმნისას ევროპული ეთიკის პრინციპების გამოყენების თაობაზე.

ჯგუფის წევრებმა განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კიბერსამართლის მიმართულებით მათლმსაჯულების შემდგომი განვითარების ეტაპები, სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული წარმოების პროგრამების განახლება/სრულყოფის თანამედროვე მეთოდები, მართლმსაჯულების სისტემებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგიის შემუშავება და ამ მიმართულებით CEPEJ GT-QUAL მიერ უკვე მომზადებულ სახელმძღვანელოთა შემდგომი სრულყოფა; მოსამართლეთა შორის ცოდნის გაზიარების სტრატეგია, როგორც მოსამართლის იზოლაციის დაძლევისა და მისი კვალიფიკაციის/გამოცდილების ზრდის აუცილებელი კომპონენტი.

ჯგუფმა აგრეთვე იმსჯელა სამომავლო კვლევისათვის საინტერესო საკითხების განსაზღვრაზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების ხარისხის შემდგომი სრულყოფისათვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა