კახა კალაძე გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვის შესახებ ინფორმაციაზე - მინისტრი პრივილეგირებულია რამით?

მინისტრი პრივილეგირებულია რამით? აქვს პრივილეგია? - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვასთან დაკავშირებით. როგორც კალაძემ აღნიშნა, მოხდა სამწუხარო ფაქტი და იმედი გამოთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს გამოიძიებს.

„სამწუხაროა ის, რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აუცილებლად გამოავლენს და დააკავებს დამნაშავეებს, როგორც ეს სხვა შემთხვევებში იყო",- განაცხადა კალაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთში, ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის შესახებ ინფორმაციაზე საუბარს თავს არიდებს.

როგორც ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მისი პირადი ცხოვრებაა.

„თქვენს კითხვაზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ",- განაცხადა ქობულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა