ანონსი  28 მარტი

28 მარტს, 10:00 საათზე, სოციალური მუშაკები გამართავენ პრესკონფერენციას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებულ სამოქმედო გეგმასთან და ამავე დღის 12:00 საათზე სამინისტროს მიერ გაფიცულ სოციალურ მუშაკებთან დადგემილ შეხვედრასთან დაკავშირებით.

მის: ყაზბეგის გამზ.N44 მე-2 სართული;

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის (GASW) ოფისი

28 მარტს, 10:30 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ „ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აქტუალური საკითხები“ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: თავისუფლების მოედანი 4

28 მარტს, 11.00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გახსნილი საქმე.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ., 72.

28 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: საქართველოს პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 მარტს, 11:00 საათზე, უვადოპატიმრობამისჯილი მწყემსის, მალხაზ კობაურის ინტერესების დამცველები „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: სასამართლოს ვერდიქტი და ბრძოლის შემდგომი ეტაპი.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

28 მარტს, 11:30 საათზე, დამოუკიდებელი დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი და დავით ჭიჭინაძე სოციალური მუშაკების გაფისვასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.

საქართველოს პარლამენტი (ბიუროს ოთახთან)

საკონტაქტო პირი ნია ქირია 577417281

28 მარტს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატ გიგი სისვაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: კამპანია „აიცილე ლევან მურუსიძე" და ადვოკატების აქტიურობა. 29 მარტს ჩანიშნული სასამართლო სხდომა, რომლის მოსამართლეც ლევან მურუსიძეა.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო.: 593 53 45 24

28 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის.: საქართველოს პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

28 მარტს, 12:00 საათზე, თემატური მოკვლევა - მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ - საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა გაიმართება.

მის.: საქართველოს პარლამენტი, საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

28 მარტს, 12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ვიზიტი ისრაელში და სამოქმედო გეგმა პროექტ „გეორგიასთან“ დაკავშირებით.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო : 593 53 45 24

28 მარტს, 12:00 საათზე, აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი გახსნის ახალგაზრდა დოკუმენტალისტების გადაღებული ფილმების სერიას. შეხვედრას დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ალიშა ვუდვორდი.

გთხოვთ მობრძანდეთ 11:45 საათზე.

მის: ალ. ჭავჭავაძის ქ. #10ა, მულტიმედია განათლების ცენტრი

საკონტაქტო: 599 34 22 49

28 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაიმართება.

28 მარტს, 13:00 საათზე, “საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაციის" მიერ ორგანიზებული” ღია მმართველობის ხელშეწყობის პროგრამის" გახსნა გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან გაეროს, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 85 სტუდენტი.

მის.: უნივერსიტეტის ქ, #2 „თბილისის ღია უნივერსიტეტის“, საკონფერენციო დარბაზი

საკონტაქტო: მაკა ტოხიშვილი 555 48 05 15

28 მარტს, 13:00 საათზე, „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, თამაზ გაიაშვილი ავიაკომპანიის სათაო ოფისში პრესკონფერენციას გამართავს და მედიის წარმომადგენლებს „ჯორჯიან ეარვეისის“ ახალ გენერალურ დირექტორს წარუდგენს“.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.12 „ჯორჯიან ეარვეისის“ სათაო ოფისი.

28 მარტს, 13.00 საათზე, საქარველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე სასტუმრო „რედისონში“ ქართველ და უცხოელ პარტიორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სამუშაო შეხვადრაში, სადაც საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პრიორიტეტებს, სამომავლო გეგმებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების საკითხებს განიხილავენ.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი

28 მარტს, 13:30 საათზე, საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.

მის.: საქართველოს პარლამენტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სათათბირო ოთახი N515 (C კორპუსი, V სართული)

28 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: ინგოროყვას 7

28 მარტს, 15:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ავტორს, მერაბ ბოლქვაძეს შეხვდებიან

მის.: საქართველოს პარლამენტი, ფრაქციის სათათბირო ოთახი N303 (A კორპუსი, III სართული)

28 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული 12 დირექტორის სასამართლო პროცესი.

28 მარტს, 15:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება წიგნის, "თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი, როგორც საისტორიო წყარო", წარდგენა.

მის.: მერაბ ალექსიძის ქუჩა, N1/3

28 მარტს, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ცენტრის წარმომადგენლები, მარნეულის N5 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის მიზანი აბიტურიენტებისათვის საგამოცდო სიახლეების გაცნობაა.

მის.: მარნეულის N5 საჯარო სკოლა (რუთაველის N52).

28 მარტს, 15:00 საათზე, მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ატრაქცია - თოკების პარკი გაიხსნება. გახსნის ღონიძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმისა დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი დაესწრებიან.

28 მარტს, 18:00 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, რომელიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

მის: კლუბი „რესპუბლიკა“, პირველი რესპუბლიკის #1.

28 მარტს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ რობერტ გელბრეითის ანუ ჯოან როულინგის ახალი წიგნის - „ბოროტების სამსახურში“ წარდგენა გაიმართება. წიგნს ტელეჟურნალისტი, მარიამ ჯანელიძე წარადგენს.

მის: კანდელაკის #7

28 მარტს, 20:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ფონდ „კეთილსოფელის“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც მიწვეულ ბიზნესმენებს ფონდის საქმიანობას და ბათუმში, სხალთის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსის, „სიკეთის სახლის“ მშენებლობის პროექტს გააცნობენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი