დავით ზალკალიანი  ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს  როზ გოტმიულერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზ გოტმიულერთან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობის აქტიურ მიმდინარე დღის წესრიგზე გამახვილდა, რაც მხარეების შეფასებით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან ადგილს ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში და ასევე, განხილული უნდა იქნას ნატოს საგარეო საქმეთა საიუბილეო მინისტერიალის კონტექსტში, რომელიც მიმდინარე წლის 4 აპრილს ვაშინგტონში გაიმართება.

„კიდევ ერთხელ აღინიშნა ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის მნიშვნელობა საქართველოში და ის გზავნილები, რაც ვიზიტის დროს გაჟღერდა. მაღალი შეფასება მიეცა ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს, როგორც ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებას და ნატო-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითს. აღინიშნა, რომ სწავლებები ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და მათ დაახლოებას ნატოს სტანდარტებთან. მხარეები მიესალმნენ საქართველოში ამჟამად მიმდინარე ნატოს სამხედრო კომიტეტის რიგით მესამე ვიზიტს, რაც გახლავთ ალიანსთან საქართველოს მზარდი და წარმატებული თანამშრომლობის ძლიერი დასტური.

განსაკუთრებით აღინიშნა ბრიუსელში მიმდინარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც შავი ზღვის საკითხებს ეძღვნება და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. აღინიშნა, რომ როგორც მაღალი დონის ვიზიტები, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე სწავლებები და თანამშრომლობის სხვა მექანიზმები ემსახურება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობას“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა