უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, ყველაზე ძვირი უბნის სტატუსს მთაწმინდა ინარჩუნებს

„თიბისი კაპიტალმა” საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ კვლევა განახორციელა, რომელიც 2018 წლის სრულ ანალიზს მოიცავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, კვლევის მომზადება ბაზრის მონაწილე დეველოპერების მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა, რომ სექტორის შესახებ რელევანტური, სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია მიიღონ. შესაბამისად, კვლევის მიზანია, კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს დაანახოს ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალი.

„კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 4.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რომლის 65% ახალაშენებული ბინების ტრანზაქციებით იყო განპირობებული. ბინების რეალიზებული ფართობი 31%-ით გაიზარდა, რასაც იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობასთან ერთად ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული რეგულაციების მოლოდინმა შეუწყო ხელი. ხოლო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვარში დამტკიცებული იპოთეკური სესხების რაოდენობა 47%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2018 წელს მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდა პრემიუმ და საშუალო სეგმენტის ბინებზე დაფიქსირდა. ცენტრალურ უბნებში რეალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ფართობის ბინებზე მოთხოვნით არის განპირობებული, ხოლო გარეუბნებში შედარებით პატარა ბინების გაყიდვები ჭარბობს.

ამავდროულად, ახალი სამშენებლო რეგულაციების ფონზე, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები წინა წელთან შედარებით 45%-ით არის შემცირებული. „თიბისი კაპიტალის“ გათვლებით, ნებართვების კლება საცხოვრებელი ფართობის შემცირებაში 2021 წლის დასრულებულ მშენებლობებში აისახება.

სექტორისთვის დამახასიათებელი ფუნდამენტური კრიტერიუმები ჯანსაღად გამოიყურება, რაც ამჟამად სექტორის „გადახურების“ საშიშროებას გამორიცხავს. 2018 წლის ტრანზაქციების საშუალო ფასი წინა წელთან შედარებით 6%-თ გაზრდილია ლარში, ხოლო 5%-ით დოლარში. ყველაზე ძვირი უბნის სტატუსს მთაწმინდა ინარჩუნებს.

მსგავს ქალაქებთან შედარებით თბილისში ბინების ფასები უფრო იაფია, როგორც გარეუბნებში, ასევე ქალაქის ცენტრში, რაც სამომავლო ზრდის შესაძლებლობაზე მიუთითებს. გრძელვადიან პერსპექტივაში „თიბისი კაპიტალი“ საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ნელ და სტაბილურ ზრდას პროგნოზირებს, ახლო მომავალში ზომიერი ბალანსის შენარჩუნებით“, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თიბისი კაპიტალი“ "თიბისი ბანკის" შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ გახდა "თიბისი ბანკის" კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა