აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კოდორის ხეობა ე.წ. ეროვნულ პარკად გამოაცხადა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დადგენილება მიიღო კოდორის ხეობის ე.წ. ეროვნულ პარკად გამოცხადების შესახებ.

„კოდორის ხეობის ამჟამინდელი მდგომარეობა სავალალოა. ეს ტერიტორია არ კონტროლდება“, - განაცხადა დე ფაქტო ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა საველი ჭითანავამ.

როგორც დე ფაქტო მთავრობაში აღნიშნეს, ე.წ. ეროვნული პარკი შეიქმნება ბუნებრივი კომპლექსებისა და უნიკალური ობიექტების შენარჩუნების მიზნით.

აღნიშნული დადგენილება დე ფაქტო პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო