თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდება მიენიჭა

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

"სწავლების ფარგლებში და იმ პროგრესის აღიარებისთვის, რაც საქართველოს აქვს ნატო-სკენ გზაზე, გვყავდა ნატო-ს გენმდივანი სტუმრად, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განხორციელებული რეფორმები არის შთამბეჭდავი და სამაგალითო ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის.

ამ სწავლების ფარგლებში გვესტუმრა ასევე, სამხედრო კომიტეტი, სადაც გაცხადდა, რომ ქვეყანა აღწევს დროის უმოკლეს პერიოდში განსაკუთრებულ პროგრესს და ეს არის პირველ რიგში, იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც ჩვენ თავდაცვის ძალების მეთაურთან და თითოეულ ოფიცერთან ერთად ვგეგმავთ.

მე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ქართული თავდაცვის ძალებს და მის მეთაურს. სწორედ დღეს, სიმბოლურად მახარებს ის ფაქტი, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა აღიარა რა ჩვენი წარმატება, სიმბოლურად სწორედ ამ სწავლების უშუალო ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ჯანჯღავას გამოუცხადა დიდი ნდობა და ის გახდება გენერალი," - განაცხადა ლევან იზორიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს