საია-ს ანალიტიკოსი - საჭიროა შსს-მ პოლიციელთა გადამზადებაზე იმუშაოს, რათა ოჯახში ძალადობისას მარტივად შეძლონ  მსხვერპლის და მოძალადის იდენტიფიცირება

საია-ს ანალიტიკოსის მერაბ ქართველიშვილის თქმით, საჭიროა შსს-მ პოლიციელთა გადამზადების საკითხზე მეტად იმუშაოს, რათა ოჯახში ძალადობისას მარტივად შეძლონ იდენტიფიცირება მსხვერპლის და მოძალადის.

პრობლემური საკითხია, როცა მაგალითად, ოჯახში ორივე პირი, მეუღლეები აცხადებენ, რომ დაექვემდებარნენ ძალადობას, ასეთ შემთხვევაში, იდენტიფიცირება შსს-ს მხრიდან უჭირთ და ორივეს მიმართ იწერება შემაკავებელი ორდერი. ასეთ დროს, მიგვაჩნია და ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შსს-მ მეტად იმუშაოს პოლიციელთა გადამზადებაზე, რათა მარტივად შეძლონ იდენტიფიცირება, რომელი არის მსხვერპლი და მოძალადე", - განაცხადა მერაბ ქართველიშვილმა.

საია-ს ანალიტიკოსი აცხადებს, რომ "ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კვლევა" რომელიც საია-მ მოამზადა, 2017 და 2018 წლების პერიოდად იყო დაყოფილი. მერაბ ქართველიშვილის თქმით, აღნიშნული პერიოდის მოკვლევის გადაწყვეტილება, შსს-ში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნას უკავშირდება.

"აღნიშნული პერიოდი იმიტომ გამოვყავით, რომ 2018 წელს შეიქმნა შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის შემდგომაც გარკვეულწილად გამოძიების ეფექტიანობა, ხარისხი და მგრძნობელობა შეიცვალა შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან მსხვერპლთა მიმართ.

მიუხედავად ამისა, რჩება პრობლემები. ერთი ყველაზე გამოკვეთილი პრობლემა რაც არის, შემაკავებელი და დამცავი ორდერების აღსრულების მონიტორინგია. მსხვერპლები ინტერვიუებში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, აღსრულება პრობლემაა შსს-ს მხრიდან და თუ თავად არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოს, რომ დაარღვია პირმა შემაკავებელი ორდერი, ამ შემთხვევაში სხვა მხრივ უფრო აქტიური ღონისძიებები შსს-ს მხრიდან ვერ ტარდება", - განაცხადა საია-ს ანალიტიკოსმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა